42 წლის კიმ კარდაშიანი პაპარაცებმა მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს. რეალითი შოუს ვარსკვლავი გადამღებ ჯგუფთან ერთად ფოტო გადაღებით იყო დაკავებული. 4 შვილის დედა ვარდისფერ ბიკინში იყო გამოწყობილი, ის კვლავინდებურად შესანიშნავ ფორმაშია.
„კიმის სავიზიტო ბარათი კვლავ ფორმაშია“, „შესანიშნავად გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.
სხვათა შორის, კიმი ახლა მარტოა, თუმცა, იდეალური ქორწინების იმედს არ კარგავს. რამდენიმე თვის წინ, მესამე ქმრისგან გათავისუფლებულმა კიმ კარდაშიანმა ინტერვიუში გაამხილა, რომ კვლავ სურს გათხოვება და ფიქრობს, რომ მისი მე-4 ქორწინება ბევრად წარმატებული ინება.