LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარადაშიანს კანიე უესტის ახალ ცოლთან კარგი ურთიერთობა აქვს – უესტი-კარდაშიანების კლანში მშვიდობამ დაისადგურა

776
Untitled.pnasdfsdf

რამდენიმე თვის წინ, კანიე უესტმა კიმ კარდაშიანთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 27 წლის ბიანკა ჩენსორიზე იქორწინა. წყვილი პაპარაცებმა ერთად უკვე არაერთხელ გადაიღეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანიემ უფროსი ქალიშვილი ბიანკას უკვე გააცნო.

ახლა კი ირკვევა, რომ კიმ კარადაშიანს ყოფილის ქმრის ახალ ცოლთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სულაც არ არის წინააღმდეგი რომ მისი ოთხი შვილი ბიანკასთან დიდ დროს ატარებს. მედიის ცნობით კიმსა და უესტს შორის ურთიერთობა ბევრად დათბა, მათ პრაქტიკულად ყველა სადავო საკითხი მოაგვარეს.

სხვათა შორის, ბიანკას გარეგნობის შესახებ საუბრები არ წყდება. მას კიმის ორეულს ეძახიან. მართლაც, ბიანკას კარდაშიანს საოცრად ჰგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები