LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

45 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, 74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია

1729
page

45 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია. მედიის ცნობით, ის თავის კოლეგას, მარტინ შორტს ხვდება. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სტრიპი და შორტი „ოქროს გლობუსის“ წვეულებაზე ერთად გადაიღეს. ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მარტინმა უარყო ჭორები და განაცხადა, რომ მათ უბრალოდ ახლო მეგობრობა აკავშირებთ, ინსაიდერები აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ მალავენ რომანტიკულ კავშირს.

ცნობისთვის, მერილი და მარტინი სერიალში, „მკვლელობა ერთ შენობაში“ იღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, 74 წლის მერილ სტრიპი და 76 დომ ჰამერი, 45 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ექს-წყვილმა, განქორწინების მიუხედავად, ქორწინების 45 წლის იუბილე მაინც აღნიშნა. ლეგენდარული მსახიობი საქორწინო ბეჭდის ტარებასაც არ წყვეტს. ამ დრომდე უცნობი რჩება მათი განშორების მიზეზი.

ქმარს გაცილებულ მერილ სტრიპს, წითელ ხალიჩაზე მთელი ოჯახი გვერდში ამოუდგა, რათა მსახიობს მარტოობა არ ეგრძნო

45 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, 74 წლის მერილ სტრიპი პირველად გამოჩნდა და ის შეუდარებლად გამოიყურება

განქორწინების მიუხედავად, მერილ სტრიპმა და დომ ჰამერმა ქორწინების 45 წლის იუბილე მაინც აღნიშნეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები