LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ნომინაციიდან 4 ჯილდო – „ოპენჰაიმერის“ ტრიუმფი – „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია

246
page

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია. კალიფორნიაში, სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ 81-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები დასახელდნენ – ნახეთ სია

2023 წლის ფავორიტი ფილმი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა. 8 ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა 4 ჯილდო მოიპოვა. მათ შორის „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისურისთვის კრისტოფერ ნოლანს, „მამაკაცის მთავარი დრამატული როლისთვის“ კი კილიან მერფის გადაეცა. „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა „ოპენჰაიმერის“ მუსიკალურმა გაფორმებაც.

„მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის“ პრიზი რობერტ დაუნი უმცროსმა მიიღო.

„მაყურებელმა ზუსტად ისე უნდა დაინახოს კვანტური სამყარო, ატომების მოძრაობა და ენერგიის ტალღები, როგორც ოპენჰაიმერი ხედავდა” – კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“

„მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის“ პრიზი რობერტ დაუნი უმცროსმა მიიღო.

„ოქროს გლობუსი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — დრამა
ლილი გლადსტონი, „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“

საუკეთესო მხატვრული ფილმი — კომედია ან მიუზიკლი – „საბრალონი“

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — კომედია ან მიუზიკლი
ემა სტოუნი, „საბრალონი“

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — კომედია ან მიუზიკლი
პოლ ჯიამატი, „The Holdovers“

საუკეთესო ანიმაცია – „ბიჭი და ყანჩა“

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში
და’უაინ ჯოი რენდოლფი, „The Holdovers“

მხატვრული ფილმის საუკეთესო სცენარი
„დაცემის ანატომია“

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი — დრამა
„მემკვიდრეობა“

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში
სარა სნუკი, „მემკვიდრეობა“

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში
კირან კალკინი, „მემკვიდრეობა“

საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური სერიალი
„The Bear“

განსაკუთრებული კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება
„ბარბი“

სრული სია იხილეთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები