საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები უკვე დაიწყო. სულ მალე გოგონების ახალი, თავბრუდამხვევი თავგადასავლები გველოდება.
როგორც ცნობილია, სერიალში მამაკაცები სრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. მიუხედავად იმისა, რომ კრის ნოტი „მისტერ ბიგის“ როლის შესრულებას აღარ აპირებდა, ის საბოლოოდ მაინც დათანხმდა ქერის ცხოვრების მთავარი მამაკაცის როლის მორგებას.
სულ ცოტა ხნის წინ მან ინტერვიუში განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო სერიალში დაბრუნებულიყო, რადგან ფიქრობდა, რომ საკუთარი თავი ამოწურა, თუმცა სცენარის წაკითხვის შემდეგ აზრი რადიკალურად შეიცვალა.
„არც განმიხილავს სერიალში დავბრუნებულიყავი, ვფიქრობდი, რომ ახალს ვეღარაფერს გავაკეთებდი და საკუთარი თავი ამოწურული მქონდა, თუმცა მოლაპარაკებების და სერიალის სცენარის გაცნობის შემდეგ აზრი შემეცვალა“, – განაცხადა კრის ნოტმა.
როგორც ჩანს, წინ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გველოდება.