LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი სახე, ახალი მკერდი“ – გაიცანით კანიე უესტის ახალი ცოლი, რომელიც კიმ კარდაშიანს ძალიან ჰგავს

314
page

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანთან განქორწინების შემდეგ ჰიპ-ჰოპ არტისტი, კანიე უესტი დაქორწინდა. მისი რჩეული ბიანკა ჩენსორია. დასავლური მედიის განცხადებით, წყვილი ფარულად დაქორწინდა. მათი პირველი ფოტოები ბევერლი-ჰილსზე მდებარე სასტუმროს რესტორანშია გადაღებული.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედია უესტის ახალი ცოლის ვინაობით დაინტერესდა. 27 წლის ბიანკა „მელბურნის“ უნივერსიტეტში სწავლობდა. როგორც ირკვევა, მისი გარეგნობა ბოლო პერიოდის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტსივრცეში ჩენსორის კურსელის ინტერვიუ გავრცელდა.

„ის ჯგუფში მუდამ პოპულარული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში, მისი გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა, მას ახალი ცხვირი, ახალი სახე, ახალი მკერდი და უკანალი აქვს და მისი ცნობა უკვე შეუძლებელია“.

აღსანიშნავია, რომ ბიანკას კიმ კარდაშიანს ძალიან ამსგავსებენ.

„კიმს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს“,„კარდაშიანის ორეულია“, – წერენ კომენტარებში.

კანიე უესტი ფარულად დაქორწინდა

ჯულია ფოქსი კანიე უესტის მამაკაცური ღირსების ზომებზე ალაპარაკდა და არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები