ალეკ ბოლდუინს, ჰალინა ჰაჩინსის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, ბრალი წარედგინება. გადაწყვეტილება ნიუ-მექსიკოს პროკურატურამ 19 იანვარს მიიღო. იგივე ბრალი წარედგინება გადასაღებ მოედანზე იარაღზე პასუხისმგებელ პირს, ჰანა გუტირეს-რიდს. რეჟისორის ასისტენტმა, დევიდ ჰოლსმა კი დამნაშავედ აღიარების ცნობას „სასიკვდილო იარაღის დაუდევარი გამოყენებისთვის“ მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, ბოლდუინსა და გუტირეს-რიდს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, 2021 წლის ოქტომბერში, ფილმ „ჟანგის“ გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ „ბრმა ტყვიას“ ოპერატორი ჰალინა ჰაჩინსი შეეწირა.
„ერთი წლის წინ“ – ალეკ ბოდლუინი ჰალინა ჰაჩინსის ტრაგიკული გარდაცვალებიდან გასულ ერთ წელს ეხმაურება