ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 31 აგვისტოს გაიმართა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ბილეთები სრულად გაიყიდა. მომღერალმა მისულ მაყურებელს საინტერესო შოუ შესთავაზა, როგორც სჩვევია და სრული ფურორი მოახდინა.
მაყურებელმა მოისმინა კომპოზიციები არამხოლოდ ანრის რეპერტუარიდან, არამედ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებიც, რომლებიც მომღერელმა საკუთარი ევრსიებით წარმოადგინა.
საღამოზე ანრი ჯოხაძემ გაიხსენა გივი ბერიკაშვილი, ეთერ კაკულია და სხვა პოპულარული და საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რომლებთანაც მას შეხება ჰქონია და ეს კონცერტის ყველაზე ემოციური მომენტები იყო…
მუსიკალურ საღამოზე შესრულდა დუეტები ნინი ბადურაშვილთან, მაგდა ჯოხაძესთან, ომარ ჯოხაძესთან, გიორგი გილიგაშვილთან ერთად.
ღონისძიების ბოლოს ანრიმ რამდენიმე სიმღერა შეასრულა ბათუმის სახელმწიფო კაპელასთან ერთად.
ღონისძიების სრულ ვერსიას მალე ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელი იხილავს.