LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ რა ხდება?“ – ეშტონ კატჩერისა და რიზ უიზერსპუნის ერთობლივი ფოტოების შემდეგ, მილა კუნისმა რიზს წერილი გაუგზავნა

290
page

რომანტიკული ფილმის „ჩემი თუ შენი ადგილი“ პრემიერა შედგა. კინოსურათში მთავარ როლებს ეშტონ კატჩერი და რიზ უიზერსპუნი ასრულებენ. წითელ ხალიჩაზე ეკრანული წყვილი ერთად გამოჩნდა, თუმცა ფოტოობიექტივის წინაშე ისინი უხერხულად პოზირებდნენ.

„აქ რა ხდება?“„უსაყვარლესები?“, „ეშტონი არ ეკარება“, – წერენ კომენტარებში.

როგორც რიზი ჰყვება, იმავე საღამოს ეშტონის მეუღლისგან, მილა კუნისისგან სახალისო წერილი მიიღო.

„ისე უხერხულად და სასაცილოდ გამოიყურებოდით ერთად ფოტოებზე“, – წერს მილა რიზს.

მოგვიანებით ეშტონმა ინტერვიუში თავისი უცნაური საქციელი და პარტნიორთან უხერხული დისტანცია ასე ახსნა:

„დარწმუნებული ვარ, რომ მივხუტებოდი და ისე გვეპოზიორა კამერების წინაშე, აუცილებლად დაწერდნენ, რომ ჩვენ რომანი გაქვს“, – ხუმრობს ეშტონი.

მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია – რიზ უიზერსფუნი და ეშტონ კაჩერი ახალი ფილმის გადაღებებზე

ეშტონ კატჩერი გვიყვება, როგორ გამოუტყდა მილა კუნისს პირველად სიყვარულში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები