LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიულოცა 57-ე იუბილე ვენსან კასელს ახალმა შეყვარებულმა

3537
page

ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი 57 წლის გახდა. ეს დღე მას ახალმა შეყვარებულმა, ნარა ბაპტისტამ „ინსტაგრამ“ პოსტის საშუალებით მიულოცა და საარქივო ფოტო გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულშია გადაღებული. წყვილი ეიფელის კოშკის ფონზე პოზირებს.

„გილოცავ ჩემო ძვირფასო“, – წერს მოდელი პორტუგალიურ ენაზე.

აღნიშნული ფოტო ნარამ „სთორიზე“ გაავრცელა, მოგვიანებით პოსტი თავად კასელმაც გადააზიარა.

ცნობისთვის, წყვილმა ცოტა ხნის წინ იტალიაში იმოგზაურა. მათ ნარას იუბილე რომში აღნიშნეს. მიიღო თუ არა მილოცვა მსახიობმა, ყოფილი ცოლისგან, ტინა კუნაკისგან, უცნობია.

შეყვარებული ვენსან კასელი, 27 წლის მოდელთან ერთად, საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება – წყვილის რომაული ვოიაჟი

ვენსან კასელმა ახალი შეყვარებულის 27 წლის იუბილე რომში, რომანტიკული ვახშმის ფონზე აღნიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები