ლევან აკინის სასიყვარულო დრამით „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოკრიტიკოსების დაინტერესება ახალი ამბავი არ არის, ფილმმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ახლა კი „ბიბისიმ“ სია გამოაქვეყნა, ქართველი რეჟისორის გადაღებული ფილმი თებერვლის ფავორიტი ფილმების ტოპ-10 ში მოხვდა.
„ბიბისის“ თებერვალში სანახავი ფავორიტი ფილმების ათეული ასე გამოიყურება:
- უჩინარი კაცი
- კელი განგის რეალური ისტორია
- მტაცებელი ჩიტები
- ბუნების ძახილი
- ემა
- და ჩვენ ვიცეკვეთ
- ფოტოგრაფი
- წმინდა ფრანსისი
- ზღარბი სონიკი
- ვენდი
ფილმის აღწერისას „ბიბისიმ“ აღნიშნა, რომ საქართველოში, რადიკალური ჯგუფები ფილმის პრემიერის ჩაშლას ცდილობდნენ.