პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის შესახებ ფილმს გადაიღებენ. მასზე „ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი, გრეჰემ კინგი იმუშავებს.
ცნობისთვის, ბიოგრაფიულ ფილმის სახელწოდება, „მაიკლი“ იქნება, მას ლეგენდარული მუსიკოსის ოჯახთან თანამშრომლობით იღებენ, შესაბამისად, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებები, რომლებიც „პოპის მეფის“ წინააღმდეგ მრავალჯერ წამოჭრილა, შესაძლოა ალტერნატიული კუთხით იყოს წარმოჩენილი. თუ ვინ შეასრულებს „პოპის მეფის“ როლს, ჯერჯერობით უცნობია.