LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბონ ჯოვი საკუთარ სასადილოში უსახლკაროებს უფასოდ უმასპინძლდება (ფოტო)

197
Jon Bon Jovi Opened Two Charity Restaurants For People In Need

ჯონ ბონ ჯოვი ერთ-ერთი დიდი გავლენის მქონე როკ-ვარსკვლავია, ის გახლავთ მსახიობიც, ტელე-შოუს წამყვანიც და ყველაზე მიმზიდველი მამაკაცის ტიტულის მფლობელიც და ასევე პოლიტიკური აქტივისტის როლიც მოურგია.

გარდა ამ ყველაფრისა ის ქველმოქმედია. ახლა ვარსკვლავი 2 სასადილოს მფლობელია, სადაც უსახლკარო ადამიანები უფასოდ იკვებებიან. აღნიშნულ ქველმოქმედებას ის საკუთარი ფონდიდან „JBJ“ აფინანსებს.

მიუხედავად სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური სტატუსისა, ბონ ჯოვის სასადილოში ადამიანები ერთ დიდ მაგიდასთან სხდებიან, იცნობენ ერთმანეთს და ჯანსაღ, სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ.

ბონ ჯოვის სასადილოში მენიუ სამი კერძისგან შედგება, წვნიანი, ხორციანი საკვები და დესერტი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თითოეული კერძი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება.

შეგახსენებთ,  როკერის ფონდმა „JBJ“ უკვე ააშენა თავშესაფარები და ის ასევე თინეიჯერ დედებს ეხმარება.

https://www.instagram.com/p/BazLAkzljzR/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BGvBnS2MPJ7/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BqfFp9rlDvl/?utm_source=ig_embed

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები