სელმა ჰაიეკი მეუღლესთან, ფრანსუა ანრი პინოსთან ერთად მექსიკაში, ლოს-კაბოსში იახტაზე ისვენებს. პაპარაცებმა ის მილიონერ მეუღლესთან ერთად ცურვის შემდეგ დააფიქსირეს. 65 წლის ვარსკვლავს მუქ ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა.
სხვათა შორის, მსახიობმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პლასტიკური ოპერაციისთვის, ისევე როგორც ინექციური კოსმეტოლოგიისთვის არასდროს მიუმართავს.
„მე ბოტოქსიც კი არასდროს გამიკეთებია, ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო მედიტაციაშია“, – აცხადებს სელმა.
„მშობლებმა ძალით გამათხოვეს“ – სელმა ჰაიეკი მილიონერ ქმართან ქორწილის დეტალებს იხსენებს
როცა 60 წელს უახლოვდები და არაფერი გეტყობა – სელმა ჰაიეკი საცურაო კოსტიუმში შეუდარებელია