ანჯელინა ჯოლი და მისი 17 წლის ქალიშვილი შაილო Calabash-ის ფესტივალზე გადაიღეს. დედა-შვილი დროს სასიამოვნოდ ატარებდა. ფოტოების გავრცელებისთანავე ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა ატყდა. მედია კვლავ შაილოს სტილს განიხილავს და წერს, რომ მას „კვლავ ბიჭობა სურს“.
ვარსკვლავური მშობლების შვილი კვლავინდებურად მოკლე თმას ატარებს, მისი ჩაცმულობაც ბიჭურია.
„ასეთი მშვენიერია და როგორი სტილი აქვს“, „ისევ ბიჭობა სურს“, „ალბათ სქესს შეიცვლის“, – წერენ კომენტარებში.
სხვათა შორის, შაილო პატარა ასაკიდანვე ბიჭური სტილით გამოირჩეოდა. მედია აქტიურად წერდა, რომ მას ბიჭობა სურდა.
16 წლის შაილო კვლავ დაცვის გარეშე სეირნობს – „ბრანჯელინას“ ულამაზესი ქალიშვილის ახალი იმიჯი
„ბრანჯელინას“ ქალიშვილები ლოს-ანჯელესს იპყრობენ – შაილო და ზაჰარა საყიდლებზე გადაიღეს