LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ რომ არ დავშორებულიყავით, უიტნი კვლავ ცოცხალი იქნებოდა“ – ბობი ბრაუნის სკანდალური ინტერვიუ

211
page

ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ყოფილი ქმარი, ბობი ბრაუნი დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ ის და უიტნი რომ არ დაშორებულიყვნენ, მომღერალი კვლავ ცოცხალი იქნებოდა.

რატომ მალავდა უიტნი ჰიუსტონი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას

უიტნი ჰიუსტონის მეგობარი ქალი მომღერალთან რომანს ადასტურებს 

R&B შემსრულებლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა, ის უიტნისა და მათი ქალიშვილის, ბობი კრისტინა ბრაუნის საფლავზე იყო მისული, რომელიც 2015 წელს, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინტერვიუში ბობი ამბობს, რომ გარდაცვლილი მეუღლე და ქალიშვილი მას საიქიოდან ხშირად ესაუბრება.

„ჩვენ რომ არ დავშორებულიყავით, უიტნი კვლავ ცოცხალი იქნებოდა“, – ამბობს ბობი

ცნობისთვის ბობი ბრაუნისა და უიტნის შორის მუდამ დაძაბული ურთიერთობა იყო, ბრაუნი მასზე ხშირად ძალადობდა. „გრემის“ მფლობელ არტისტთან დაახლოებული პირები ერთხმად აცხადებენ, რომ სწორედ ბობი ბრაუნმა გახადა უიტნი ნარკოტიკებზე დამოკიდებული.

„ის ამაზე ოცნებობდა“ – უიტნი ჰიუსტონი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ წევრი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები