ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay კომპოზიციზე Orphans ვიდეოკლიპი გადაიღო. სინგლი ბენდის მომავალ, ორმაგ ალბომში Everyday Life შევა, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს გამოვა.
სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ალბომის სიმღერების სია კოლექტივმა ადგილობრივ გაზეთში, Daily Post-ში გამოქვეყნდა.
Coldplay გასულ საუკუნეში ბრუნდება (ფოტო)
ახლა კი ახალი ალბომის სიმღერების სია ადგილობრივ გაზეთში, რეკლამის ადგილას გამოაქვეყნა. ალბომში შესული სიმღერების სია გაზეთ Daily Post-ში, საყოფაცხოვრებო ნივთების კატეგორიაში დევს
შეგახსენებთ, 80 მილიონი ჩანაწერის მფლობელ ჯგუფს მრავალი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული, ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრიტანულ ჯგუფად მიიჩნევა. ბენდი Brit-ის რვა ნომინაციის და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდოს მფლობელია.