მიუხედავად იმისა, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ და შაკირა ამის გამო ძალიან დამწუხრებულია, ის მაინც ცდილობს შვილებმა მამასთან ურთიერთობის დეფიციტი არ იგრძნონ. 45 წლის არტისტი ვაჟებთან ერთად მაშინ გადაიღეს, როდესაც მას ბიჭები ჟერარ პიკეს საფეხბურთო მატჩზე მიჰყავდა.
მოგვიანებით ფოტოებიც გავრცელდა, ბიჭები მამასთან ერთად „კამპ ნოუს“ მოედანზე ბარსელონას გუნდის ფორმებში გამოწყობილი თამაშობდნენ.
„დიდებული ქალია“, „არაჩვეულებრივი დედა და კარგი ადამიანი“, – წერენ კომენტარებში.
შაკირა და ჟერარ პიკე სკანდალის ფონზე, ვაჟის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ