რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან. ინტერნეტსივრცეში წყვილის არაერთი ფოტოც ვიხილეთ.
აღნიშნულმა ამბავმა 41 წლის კიმის ყოფილი ქმრის, კანიე უესტის გაღიზიანება გამოიწვია. ჰიპ-ჰოპ არტისტმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცოლს არ დაშორებია, კარდაშიანის ინსტაგრამ-გამოწერა გააუქმა.
ცნობისთვის, ინსაიდერები კიმისა და პიტის ურთიერთობაზე აცხადებენ, რომ კომიკოსი კარდაშიანით საოცრადაა მოხიბლული, ის მას გამუდმებით ეუბნება ქათინაურებს, ხელით მის თმებს ეხება და წელზე ეხვევა.