როგორც ცნობილია, რიკი მარტინს 21 წლის ძმისშვილი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სასამართლო პუერტო-რიკოში ხვალ უნდა გაიმართოს. უკანასკნელი ცნობებით, მარტინი პროცესზე არ მივა, ის „ზუმით“ ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ მარტინი და მისი ადვოკატები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
„ეს ადამიანი შეურაცხადია, მას მკურნალობა სჭირდება“, – აცხადებს ადვოკატი.
თუკი არტისტის ბრალეულობა დამტკიცდება, მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რიკი მარტინს ძმისშვილთან რომანში ადანაშაულებენ – მომღერალს 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა
„მცემდა“ – მამაკაცი, რომელიც თავს რიკი მარტინის შეყვარებულად ასაღებს, ვარსკვლავს სასამართლოში უჩივის
რიკი მარტინი და მისი ძმა