LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook დაგეხმარებათ, რომ თქვენს „ქრაშს“ გრძნობებში გამოუტყდეთ

216
facebookdateapp

სოციალური ქსელი ახალ სერვისს ამატებს და მას „Secret Crush“ ეწოდება. სიახლე მომხმარებლებს გრძნობების გამოხატვაში დაეხმარება. სისტემა საკმაოდ მარტივი მეთოდით იმუშავებს, თუკი ურთიერთსიმპატია ორმხრივი იქნება Facebook წყვილს ერთმანეთთან დააკავშირებს.

სერვისი გასულ წელს დაანონსებული “ონლაინ პაემნების“ ნაწილია და ქსელი მსგავსი გემოვნებისა და მოთხოვნების მქონე მომხმარებლებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება.

სიყვარულის აღმოჩენის საშუალება დასაწყისისთვის კოლუმბიაში, ტაილანდში, კანადაში, არგენტინასა და მექსიკაში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ, მომავალში კი მათ სიას სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები