LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის „ციდან სამ მეტრზე ვარსკვლავი“, ესპანელი მარიო კასასი ახალი ფილმით ბრუნდება

272
მარიო-კასასი

ცნობილი ესპანელი მსახიობი მარიო კასასი, რომელსაც საქვეყნო აღიარება მოუტანა ფილმებმა „ციდან სამ მეტრზე“ და „იდუმალი სტუმარი“, ამჯერად პრეზენტაციაზე გამოჩნდა. მარიო იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ მის ყოველ გამოსვლას ჟურნალისტები განსაკუთრებულად ელიან.

პრეზენტაციაზე მარიო კასასი შავი ფერის პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი. მსახიობის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია დეტექტიური სერიალი „უდანაშაულო“, რომელსაც უმაღლესი რეიტინგი აქვს. ცნობილია, რომ კასასი ამჯერად რეჟისორ როდრიგო კორტესის ახალ ფილმში „გაქცევა“ იღებს მონაწილეობას.

ფოტო: ესპანელი „მაჩოების“ ტანდემი – 60 წლის ანტონიო ბანდერასი და 34 წლის მარიო კასასი ჟურნალ Sarah-სთვის პოზირებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები