LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნი „დოლჩე და გაბანას“ კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

3154
page

ლონდონში ,,ჯეიმს ბონდის” შესახებ გადაღებული ახალი ფილმის, „ახლა სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერა შედგა. ბუნებრივია, პრემიერას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო.

დენიელ კრეიგი ვარდისფერ პიჯაკში და მსოფლიო ვარსკვლავები „ჯეიმს ბონდის“ ხმაურიან პრემიერაზე

საპატიო სტუმრებს შორის 63 წლის მსახიობი, შერონ სტოუნიც გახლდათ. შეუდარებელმა შერონმა პრემიერაზე „დოლჩე და გაბანას“ ვერცხლისფერი, ბრწყინვალე კაბა მოირგო. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა სხეულზე მომდგარ კაბას, მასიური სამკაულები შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს გვერდს მონაკოს პრინცი, ალბერ II უმშვენებდა. ერთ-ერთ ფოტოში ისინი ფოტოობიექტივის წინაშე ერთად პოზირებენ. ცნობისთვის, ეს არ არის მათი პირველი ერთობლივი გამოჩენა. შერონი და პრინცი ადრეც შეუმჩნევიათ ერთად.

63 წლის წლის შერონ სტოუნმა სექსუალური დიდება დაიბრუნა – ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია ვენეციაში

„ჩემი საყვარელი საუზმეა საზამთრო ყველით, პიტნით და წიწაკით“ – 63 წლის შერონ სტოუნის ცეცხლოვანი ფოტოები საფრანგეთის სანაპიროდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები