LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი საყვარელი საუზმეა საზამთრო ყველით, პიტნით და წიწაკით“ – 63 წლის შერონ სტოუნის ცეცხლოვანი ფოტოები საფრანგეთის სანაპიროდან

308
page

რამდენიმე გლამურული ღონისძიების შემდეგ, 63 წლის მსახიობმა, შერონ სტოუნმა დასვენება გადაწყვიტა და საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროებს მიაშურა.

63 წლის წლის შერონ სტოუნმა სექსუალური დიდება დაიბრუნა – ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია ვენეციაში

ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ფოტოები გაუზიარა, სადაც სანაპიროზე, ბიკინში პოზირებს. მსახიობს შავი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი აცვია და შეუდარებლად გამოიყურება.

„საკუთარ თავზე ზრუნვა, ეს მნიშვნელოვანია, – სხეული, გონება და სული“, – ასე დაასათაურა ფოტოები სტოუნმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა გამოცემა WSJ Magazine-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გაამხილა, თუ როგორ ახერხებს უზადო სხეულისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას. მისი განცხადებით, ის ბევრს ცურავს, დღე-ღამეში 8 საათი სძინავს და ზღვის მარილის აბაზანებს იღებს.

„ჩემი საყვარელი საუზმეა საზამთრო ყველით, პიტნით და წიწაკით“, – აცხადებს შერონი.

ცოტა უცნაურად ჟღერს აღნიშნულ პროდუქტთა ტანდემი, თუმცა ფაქტია, 63 წლის სტოუნი მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Stone (@sharonstone)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები