ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ,,ვენეციის კინოფესტივალზე” იმყოფებიან. ისინი სულ ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ და ფურორიც მოახდინეს.
ახლახანს ინტერნეტსივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა. ვენეციის ქუჩებში მოსეირნე შეყვარებულ წყვილს პატარა ინციდენტიც გადახდა თავს. ჯეი ლოს ერთ-ერთ აღტკინებულ ფანს მასთან ფოტოს გადაღება მოუნდა და არტისტთან საკმაოდ ახლოს მისვლაც გადაწყვიტა, თუმცა იქვე ბენი იყო, რომელმაც გულშემატკივარი საყვარელ ქალთან არ მიუშვა.
ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკამათება ბენი უცნობ მამაკაცს და ჯენიფერთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.