LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩვენი გოგონა უკვე აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი“ – ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი მშობლები გახდნენ

386
safe-image

25 წლის მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და 27 წლის მომღერალი, ზეინ მალიკი მშობლები პირველად გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ. აღნიშნული ინფორმაცია  ჯგუფ One Direction-ის წევრმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და ფოტოც გამოაქვეყნა.

„ჩვენი გოგონა უკვე აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი“, – ასე დაასათაურა მალიკმა შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც პატარა მის თითს ეჭიდება.

„ჩვენი გოგო სულ ცოტა ხანია, რაც ქვეყანას მოევლინა და ჩვენი ცხოვრება უკვე შეცვალა“, – წერს ჯიჯი

 

შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. 2018 წელს ისინი დაშორდნენ, თუმცა, მიმდინარე წელს კვლავ შერიგდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები