LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გრაციოზული და კაშკაშა – 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

330
page

საკულტო სერიალის, „სექსის დიდ ქალაქში“ გადაღებები გრძელდება. ბუნებრივია, სცენებს ნიუ-იორკში იღებენ, პრემიერა ახლოვდება და ახალი სეზონის მიმართ ინტერესიც უფრო და უფრო იმატებს.

კაბა და წინდები – სარა ჯესიკა პარკერის უჩვეულო გამოჩენა „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღებ მოედანზე

ახლახანს გადასაღები მოედნიდან „სტილის დედოფლის“, 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის უახლესი ფოტოები გავრცელდა. ქერი ბრედშოუ მანჰეტენის ქუჩებში საოცრად ჰაეროვანი და ფერადი ტანისამოსით პოზირებს.

რა ვიცით ახალი  სერიალის შესახებ? – მისი პრემიერა მიმდინარე წლის შემოდგომის მიწურულს შედგება, ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით 10 ეპიზოდს ვიხილავთ. HBO Max კიდევ ერთ სეზონს გადაიღებს, ახალ სეზონში კიმ კეტროლი, რომელიც სამანტას როლს ასრულებს არ გამოჩნდება, სულ ცოტა ხნის წინ სარა ჯესიკა პარკერმა მისი შემცვლელის ვინაობა გაამხილა, გოგონების თავბრუდამხვევ თავგადასავლებში 50 წლის ნიკოლ არი ჩაებმება.

სამანტას შემცვლელის ვინაობა ცნობილია – ფოტოებს სარა ჯესიკა პარკერი ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები