LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ლოპესმა დაბადების დღე ოჯახთან ერთად სანაპიროზე აღნიშნა

259
safe-image

24 ივლისს პოპ-მომღერალს  ჯენიფერ ლოპესს 51 წელი შეუსრულდა. საზოგადოება რატომღაც ელოდა, რომ ვარსკვლავი იუბილეს პომპეზურად აღნიშნავდა, თუმცა ჯეი ლომ დაბადების დღის აღნიშვნა მოკრძალებულად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაწყვიტა. პაპარაცებმა ლოპესი ტყუპებთან, საქმროსთან, ალექს როდრიგესთან და მის ორ ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს.

ისინი სანაპიროზე სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ. ფოტოები მრავალფეროვანი და საკმაოდ იდილიური გამოვიდა. იუბილარმა არჩევანი ჭრელ „ლეგენსებსა“ და ნაქსოვ სვიტერზე შეაჩერა. ოჯახის წევრებს ეტყობოდათ, რომ ერთად ყოფნით საოცრად ბედნიერად გრძნობდნენ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები