LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ქალი, რომელიც ნებისმიერ სფეროში წარმატებულია – დღეს ჯეი ლოს დაბადების დღეა

380
7c790230-4673-11ea-bfaf-c2a397cdf2c2

შვიდი სტუდიური ალბომი, უამრავი მუსიკალური ჯილდო, კიდევ უფრო მეტი ჰიტი, დასამახსოვრებელი კლიპები, შთამბეჭდავი პერფორმანსები, საინტერესო კინოროლები, გემოვნებიანი ტანისამოსის ხაზი და მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელთა არმია – ეს  ჯენიფერ ლოპესია, უფრო მარტივად კი უბრალოდ, ჯეი ლო – ქალი, რომელიც ყველა სფეროში წარმატებულია, მას დღეს 51 წელი შეუსრულდა.

მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი,  ფლობს საკუთარი ტანისამოსის ხაზს, სუნამოსა და რესტორნებს. ამასთანავე, გახლავთ გულუხვი ქველმოქმედი და „ლგბტ“ საზოგადოების ერთ-ერთი მხარდამჭერი.

დავიწყოთ სულ თავიდან, მისი დებიუტი კინოში1986 წელს ფილმში „ჩემი პატარა გოგონა“  შედგა, სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა.

სპორტდარბაზში ვარჯიშისას მას ეძახდნენ „გიტარას“, სხეულის ფორმის გამო. 2001 წელს, ბრიტანულმა  ჟურნალმა მას „საუკეთესო სხეულის“ მქონდე არტისტის წოდება მიანიჭა.

1997 წელს ჯეი ლოს მონაწილეობით გამოვიდა სათავგადასავლო ჟანრის ფილმი „ანაკონდა“, სადაც მან თავგადასავლების მაძიებელი პერსონაჟი განასახიერა.

1997 წელს მან მონაწილეობა  ბიოგრაფიულ ფილმში „სელენა“ მიიღო,  მან ლეგენდარული მომღერალი სელენა განასახიერა, ეს იყო ლოპესის პირველი სერიოზული როლი.

2002 წელს კი  რომანტიკული ჟანრის ფილმი „მოსამსახურე მანჰეტენიდან“, გამოვიდა, სადაც მას პარტნიორობა რალფ ფაინსმა გაუწია.

2019 წელს ფილმი „ძარცვა ქუსლებზე“, ვიხილეთ,  ჯენიფერმა  სტრიპტიზის მოცეკვავის როლი ჩინებულად მოირგო და უამრავი დასამახსოვრებელი პრეფორმანსი შემოგვთავაზა. სწორედ აღნიშნული როლისთვის იყო წარდგენილი ის „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაზე.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, უამრავი სასიყვარულო რომანის გარდა, ჯეი ლო ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა, 1997-1998 წლებში ოჯანი ნოასთან, 2001-2003 წლებში კრის ჯადთან, შემდგე იყო ნიშნობა მსახიობ, ბენ აფლეკთან, თუმცა ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე წყვილმა ქორწილი გააუქმა.

წარუმატებელი ქორწინებების შემდეგ, ლოპესი მომღერალ, მარკ ენტონს შეხვდა. მათ 2004 წელს საიდუმლოდ იქორწინეს, 4 წლის შემდგომ 2008, წელს ისინი ტყუპი გოგო და ბიჭის მშობლები გახდნენ, სამი წლის შემდგომ კი განქორწინდნენ. ახლა ჯეი ლო ალექს როდრიგესის საცოლეა, წყვილი თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს და სულ მალე დაქორწინებასაც გეგმავს.

წარმოგიდგენთ ჯენიფერ ლოპესის ტოპ-5 ყველაზე პოპულარულ კლიპს:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები