LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „კვლავინდებურად ფხიზლად ვცხოვრობ“ – დემი ლოვატოს უცნაური ფოტოსესია Paper Magazine-ისთვის

89
page

28 წლის მომღერალი, დემი ლოვატო უკანასკნელი დღეების განმავლობაში ორი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. არტისტმა ჯერ მექსიკური „ვოგის“ აპრილის ნომერი დაამშვენა, შემდეგ კი Paper Magazine-ისთვის გამართულ, საკმაოდ უცნაურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

„ვოგის“ ფოტოსესიისთვის მომღერალმა ყოველდღიური სტილი, Paper Magazine-ისთვის კი ავანგარდულ, ფუტურისტული იმიჯი მოირგო.

გამოცემასთან ინტერვიუში ლოვატომ ალკოჰოლიზმზე ისაუბრა და საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორებზეც გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოვედი, ჩემზე წერდნენ, რომ წონაში საშინლად ვიყავი მომატებული. ამან გული დამწყვიტა. მე კვლავინდებურად ფხიზლად ვცხოვრობ “,– აცხადებს ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, ვარსკვლავი უკვე წლებია ალკოჰოლიზმს ებრძვის, მას ასევე  ბიპოლარულ აშლილობაც აღენიშნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები