„ბენიფერის“ დაუვიწყარი მოგზაურობა გრძელდება. შეყვარებული წყვილის ვოიაჟი საფრანგეთში, სენ-ტროპეზე დაიწყო, ახლა კი ისინი იტალიაში, კაპრის ქუჩებში გადაიღეს. 52 წლის ჯეი ლო და 48 წლის ბენ აფლეკი ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს ეცნობოდნენ.
თავდავიწყებას მიცემული „ბენიფერი“ – წყვილის უახლესი ფოტოები ძვირადღირებული იახტიდან
ცნობისთვის, წყვილი მალე კვლავ თავიანთ გრანდიოზულ იახტაზე დაბრუნდებიან, „ბენიფერის“ გულშემატკივრებს კი წინ კიდევ უამრავი ფოტო ელოდება.
აფლეკის საჩუქარი ჯეი ლოს – ჯენიფერ ლოპესი ბენის სახელის ინიციალებიანი ყელსაბამით გამოჩნდა