LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „სტივ უანდერი საჭესთან?“ – 70 წლის ვარსკვლავი მეუღლესთან პაემანზე გადაიღეს

92
42481610-0-image-a-22-1619968131653

ლეგენდარული მომღერალი, სტივ უანდერი მრავალშვილიანი მამაა, მას სამი ქორწინებიდან 8 შვილი ჰყავს. ვარსკვლავი უკვე 12 წელია ტომიკა რობინ ბრეისზეა დაქორწინებულ და როგორც ჩანს მათი კავშირი ბედნიერი და მყარია.

პრემიერა: სტივი უანდერმა ორი ახალი კომპოზიცია გაავრცელა

ცოტა ხნის წინ 70 წლის სტივი ჰოლივუდში, მეუღლესთან რომანტიკული ვახშმის დროს გადაიღეს. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მიემართებოდნენ პრესტიჟული რესტორნისკენ.

უანდერს მუქ ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსი ეცვა, ტომიკას კი ჯინსის შარვალი, კუბოკრული მოსაცმელი და ვარდისფერი ნაწნავები ამშვენებდა.

პაპარაცულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალი, რომელიც დაბადებიდანვე უსინათლოა საჭესთან გადაიღეს.

„სტივ უანდერი საჭესთან?“, „გაუგებარია, მანქანას როგორ ატარებს?“, „თვალებს ვერ ვუჯერებ“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები