ჯენიფერ ლოპესმა Coach-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ და მხოლოდ ციფრებია. 52 წლის არტისტმა ცისფერი კაბა მოირგო, რომელსაც ღია ფეხსაცმელი და ხელოვნური ქურქი შეუხამა, ხელში კი Coach ჩანთა ეჭირა. მოგვიანებით ფოტოები და ვიდეო მან „ინსტაგრამ“ გამომწერებსაც გაუზიარა.
ეს ყველაფერი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის თავბრუდამხვევი რომანის ფონზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აფლეკი „ტიფანის“ მაღაზიაში, ნიშნობის ბეჭის არჩევის დროს გადაიღეს, როგორც ჩანს მალე ჯეი ლოს საქორწინო კაბაში ვიხილავთ.
ისეთი მშვენიერი, როგორც არასდროს – ახალ ფოტოებში 52 წლის ჯეი ლო კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება