LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მიკი რურკმა მთელი თავისი ქონება უკრაინელ ასისტენტს, დიმიტრი კორნეიჩუკს უანდერძა

191
page

მსახიობმა, მიკი რურკმა მთელი თავისი ქონება პირად ასისტენტს, უკრაინელ დიმიტრი კორნეიჩუკს უანდერძა. ამის შესახებ მან ქსენია სობჩაკთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კორნეიჩუკი 69 წლის რურკთან უკვე რვა წელია მუშაობს, მიკის მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

„დიმას დავუტოვე ყველაფერი, ზოგადად ყველაფერი. ის არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მსოფლიოში. სახლის მისამართიც კი არ მახსოვს. დიმას გარეშე მე საერთოდ გავქრები“, – აცხადებს ვარსკვლავი.

სხვათა შორის, სობჩაკთან ინტერვიუში მიკიმ რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და მას „კეთილი გულის ადამიანი“ უწოდა. რურკი აღფრთოვანებულია რუსეთით და მშვენიერი რუსი ქალბატონებით. მსახიობის თქმით, ის რუსეთში ბევრჯერ იყო და იქ ყოფნა საოცრად მოსწონს.

„ჩემთვის სკეიტბორდით სრიალის დღეები დასრულდა“ – 69 წლის მიკი რურკი ფოტოს ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები