LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პირველი მფრინავი მანქანა მომავალ წელს გახდება ხელმისაწვდომი

155
39324242-0-image-a-23-1613418537569

და აი, ის მომავალი, რომელსაც მხოლოდ ფილმებში ვხედავდით, ახლოსაა – მსოფლიოს პირველი მფრინავი მანქანა, Terrafugia Transition, რომელიც 161 კმ საათში სიჩქარით მოძრაობს და ზღვის დონიდან 3048 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს, 2022 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

მფრინავ მანქანას 8 მეტრი სიგრძის დასაკეცი ფრთები აქვს, მისი დაკეცვის შემდეგ კი ის თავისუფლად ეტევა სტანდარტულ ავტო-ფარეხში, მანქანის  წონა 590 კილოგრამს შეადგენს. მის მფლობელს მოეთხოვება როგორც მართვის მოწმობა, ასევე სპორტული პილოტის სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ  მფრინავი მანქანის საფრენიდან, სახმელეთო რეჟიმზე გადასვლისთვის ერთი წუთიც კი საკმარისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები