LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: The Weeknd 2021 წლის Billboard Music Awards-ის ნომინაციების ლიდერია

121
7c40062c-a5b5-4a0f-a944-1ad2395c679a-750x422

13 მაისს, ლას-ვეგასში, Billboard Music Awards გაიმართება. შოუს, რომლის წამყვანი – ნიკ ჯონასი იქნება, ,,მაიკროსოფტის თეატრი” უმასპინძლებს. საღამოს პირდაპირ ეთერში – NBC გადასცემს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Billboard Music Awards (@bbmas)

გაირკვა, რომ 16 ნომინაციით, ღონისძიების ფავორიტი – The Weeknd გახდა.

11 ნომინაციაში გამარჯვებისთვის, DaBaby იბრძოლებს.

გარდაცვალების შემდეგ, პრემიაზე პირველი 10 ნომინაცია მიიღო გასულ წელს 20 წლის ასაკში მოკლულმა რეპერმა – Pop Smoke, რომელსაც 9 ნომინაციით, 21 წლის ქანთრი შემსრულებელი – გაბი ბარეტი მოჰყვება.

ნომინანტთა შორის ასევე არიან: Megan Thee Stallion, Doja Cat, 2019 წელს 21 წლის ასაკში გარდაცვლილი – Juice WRLD, ტეილორ სვიფტი, დუა ლიპა, ჯასტინ ბიბერი, დრეიკი და სხვები.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Billboard Music Awards (@bbmas)

ცნობისთვის, ,,ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებას” ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალი – ,,ბილბორდი” 1990 წლიდან მართავს. ნომინაციებში გამარჯვებულები გამოცემის მუსიკალურ ჩარტებში მიღწეული წარმატებების შედეგად ვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები