მალე, Google Translate კლავიატურის ენას ავტომატურად შეცვლის. კომპანია განახლებას ამატებს, რომლის საშუალებითაც ვირტუალური კლავიატურის, Gboard-ის ენა, მითითებული სათარგმნი ენის შეცვლისას ავტომატურად შეიცვლება.
ასევე, აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ, Gboard ისევ საწყის ენას დაუბრუნდება და მისი შეცვლა არ მოგიწევთ. აქამდე, თუ რომელიმე სხვა ენაზე გინდოდათ Gboard-ის გადართვა, მისი პარამეტრებიდან შესაბამისი კლავიატურა უნდა გადმოგეტვირთათ, ახლა კი ეს საჭირო აღარ იქნება.