LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტსივრცეში მადონასა და მისი ქალიშვილის, ლურდესის ფოტოს განიხილავენ

214
41609634-0-image-a-3-1618143809096

ახლახანს, 62 წლის პოპ-ვარსკვლავმა, მადონამ 24 წლის ქალიშვილთან, ლურდესთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა. აღნიშნულმა ფოტომ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას უკვე მეორე დღეა განიხილავენ.

საქმე ისაა, რომ ლურდეს ლეონი გაუპარსავი იღლიების დემონსტრირებას ახდენს. ზოგადად ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გოგონას თამამ იმიჯს აკრიტიკებენ. თუმცა, ეს მისთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.

„როგორც ჩემი ნაწილი“, – ასე დაასათაურა ფოტო მადონა.

ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება, საზოგადოების ნაწილისთვის ლურდესის გაუპარსავი იღლიები სრულიად მიუღებელია.

„საშინლად არაესთეტიკურია“, „ეს ხომ არაჰიგიენურია“, „ლურდესი დედასავით ეპატაჟურია“, – წერენ კომენტარებში.

ფოტო: „თვითგამოხატვის მომენტი“ – 62 წლის მადონა პრაქტიკულად სრულიად გაშიშვლდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები