LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლომ ბენ აფლეკს ლოს-ანჯელესში ჩააკითხა – ახალი დეტალები 

274
Untitledh

მას შემდეგ, რაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 48 წლის ბენ აფლეკის განახლებული რომანის შესახებ გახდა ცნობილი, უკვე რამდენიმე კვირა გავიდა. ამ ეტაპზე ჯეი ლო მაიამიში დიდ დროს ატარებს, ბენი კი მშობლიურ ლოს-ანჯელესში იმყოფება. თუმცა ინსაიდერის განცხადებით, მონტანაში გატარებული რომანტიკული უქმეების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ყოველ დღე ესაუბრება.

„ბედნიერების ცეკვა“ – 51 წლის ჯეი ლომ 17 წლის შემდეგ ნამდვილი სიყვარული დაიბრუნა – უახლესი ფოტოები

ჯეი ლომ ბენ აფლეკთან რომანი „ინსტაგრამზე“ გავრცელებული ვიდეოთი დაადასტურა

სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ჯეი ლომ ბენს ლოს-ანჯელესში ორი დღით ჩააკითხა. ინსაიდერის განცხადებით, ლოპესი მაიამიდან ლოს-ანჯელესში სპეციალურად აფლეკისთვის ჩავიდა, რათა მასთან დრო გაეტარებინა.

„ჯენმა ბენს ჩააკითხა, ის ლოს-ანჯელესში 2 დღით დარჩა. ჯეი ლო ახლა საოცრად ბედნიერია“ , – აცხადებს ინსაიდერი გამოცემა People-თან.

როგორც ჩანს, მალე „ბენიფერის“ ახალ პაპარაცულ ფოტოებს ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები