LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ფრანკოს რამდენიმე ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

175
page

ცოტა ხნის წინ, მსახიობმა შარლი ჰიმ  ჯეიმს ფრანკო სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ახლა კი 42 წლის მსახიობის ძალადობაზე სხვა ქალბატონებიც ალაპარაკდნენ. ისინი ფრანკოს დასჯას ითხოვენ.  ამის შესახებ დაზარალებულები სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებენ.

ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ფრანკო მას „სნეპჩათში“ სექსუალური ხასიათის მიმოწერას სთავაზობდა და როდესაც უარი მიიღო მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე ქალბატონის განცხადებით, ჯეიმსი არასრულწლოვნებსაც ასე ექცეოდა.

სცენარისტმა, ვაიოლეტ პალეიმ ტაბლოიდებს უამბო, რომ ფრანკოსთან მუშაობა მას საშინლად ახსენდება. მისი თქმით მსახიობმა მასსა და მის  17 წლის მეგობარზე სექსუალურად იძალადა.

ცნობისთვის, ჯეიმს ფრანკო მსგავს სკანდალში პირველად არ ეხვევა. 2018 წელს რამდენიმე გოგონამ ფრანკოს სექსუალური ძალადობის ბრალდებები წაუყენა, საბოლოოდ ამის გამო მსახიობი „ოსკარზე“ არ წარადგინეს.

თუმცა, მიუხედავად სარწმუნო მტკიცებულებებისა, ფრანკო მუდამ უარყოფდა ბრალდებებს, უფრო მეტიც, ის გაწევრიანებულია ძალადობის მსხვერპლთა დასაცავ ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები