LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი „ემის“ ნომინანტი 11 წლის შემდეგ პირველად გახდა

302
safe-image

„ემის“ 72-ე დაჯილდოება 20 სექტემბერს ABC-ზე გაიმართება. როგორც ცნობილია, მისი წამყვანი  ჯიმი კიმელი იქნება. სულ ცოტა ხნის წინ,  ნომინანტთა სია გავრცელდა. ჯენიფერ ენისტონი „ემის“ ნომინანტი 11 წლის შემდეგ პირველად გახდა.  ის კატეგორიაში „საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში“  სერიალით „დილის შოუ“ ლიდერობს.

სერილაში 51 წლის ენისტონს პარტნიორობას რიზ უიზერსპუნი და სტივ კარელი უწევენ. სიუჟეტი რეალურ ისტორიაზეა აგებული და ტელევიზიაში, სექსუალური შევიწროვების შესახებ მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ „დილის შოუმ“ 5 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის, მეორეხარისხოვანი როლისთვის სტივ კარელიც ლიდერობს, რიზ უიზერსპუნი კი სიაში საერთოდ ვერ მოხვდა.

რაც შეეხება კონკრეტულად სერიალებს,  დრამატული სერიალის კატეგორიებში „ნეტფლიქსის“ „ოზარკი“ და HBO-ს „მემკვიდრეობა“ ლიდერობენ, ორივეს 18 ნომინაცია მიენიჭა, მათ 15 ნომინაციით „მანდალორელი“ და „შითს ქრიკი“ მოსდევთ,  კომედიურ ჟანრში  20 ნომინაცია „ამაზონის“ საოცარი მისის მეიზელმა“ მოიპოვა.

„ემის“ 2020-ის ნომინანტთა სია ცნობილია

ღსანიშნავია, რომ „ნეტფლიქსმა“ ტელეარხებსა და სტრიმინგებს შორის ყველაზე მეტი, 160 ნომინაცია მოიპოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები