LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მკვლელის როლს შეასრულებს

173
page

„ნეტფლიქსი“ ახალ ფილმს გამოუშვებს, რომლის რეჟისორიც მულან ნიკი იქნება. მძაფრსიუჟეტიან ფილმში მთავარ როლს 51 წლის ჯენიფერ ლოპესი შეასრულებს.

ფილმში სახელწოდებით „დედა“ ლოპესი მკვლელის როლს მოირგებს, რომელიც  სამალავიდან გამოვა, რათა თავისი შვილი გადაარჩინოს, რომელზეც უარი წლების წინ თქვა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯეი ლო  „ნეტფლიქსის“ კიდევ ერთ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.  საუბარია ფილმზე The Cipher, რომელსაც იზაბელ მალდონადოს ბესტსელერის მიხედვით გადაიღებენ.  სიუჟეტი,  FBI აგენტის,  ნინა გვერეპოს ირგვლივ განვითარდება, რომელიც სერიული მკვლელის საქმეს იძიებს.

ჯენიფერ ლოპესი „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

„ერთი სული მაქვს ეს როდს მოხდება“, -  წერს ვარსკლავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები