2016 წლის ბოლოს, 53 წლის ასაკში მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ნამუშევარი „White Ligh“t იყო, რომელიც პირველად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გაჟღერდა.
ამ დღეებში კი მაიკლის ახალი სიმღერა „Fantasy“ გამოიცა. თავდაპირველად, ეს სიმღერა 1980 წელს ჩაიწერა, ახალი რელიზისთვის კი ის პროდიუსერმა ნაილ როჯერსმა გადაამუშავა.
როგორც გამოცემა NME წერს, მაიკლმა როჯერსს თავისი მეორე ალბომის „Listen without Prejudice“ ხელახლა გამოცემისთვის მიმართა. სიმღერის ახალი ვერსია დისკის განახლებულ ვერსიაში „Listen without Prejudice/MTV Unplugged“ შევა, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბერში იგეგმება.