LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად დააკვირდით ჯიჯის სახეს, როგორ უხდებიან ერთმანეთს“ – მოდელის უახლესი გამოჩენა და აღფრთოვანებული საზოგადოება

456
page

რამდენიმე დღის წინ ბელა ჰადიდის იუბილე იყო. წვეულებაზე, ბუნებრივია მისი და, ჯიჯი ჰადიდიც იმყოფებოდა, რომელიც ნიუ-იორკის კლუბში მიმავალი გადაიღეს. 27 წლის ჯიჯის ლურჯი ქვედაბოლო, შავი ტოპი და ტყავის პიჯაკი ამშვენებდა.

მოდელის გამოჩენა და კვლავ მისი და ლეონარდო დიკაპრიოს რომანზე ალაპარაკება ერთი იყო.  მალევე კვლავ ჯიჯისა და ლეოს ფოტოებმა მოიცვა ინტერნეტსივრცე. გულშემატკივრები საუბრობენ  მათ საოცარ თანხვედრაზე. ორივეს ღია ფერის თვალები და ქერა თმა აქვს.

„კარგად დააკვირდით ჯიჯის სახეს, როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „ეს იქნება ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილი“, „ასეთი თანხვედრა იშვიათია“, – წერენ კომენტარებში.

ლეო და ჯიჯი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს – უახლესი დეტალები „კულუარებიდან“

„ლეო წაბლისფერთმიანი კამილას შემდეგ, ქერათმიანი ჯიჯით უკიდურესადაა მონუსხული“ – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები