კოსმიური ხომალდი – New Shepard საკმაოდ მიმზიდველი და კომფორტულია. უფრო მეტიც, მისი მეშვეობით ნებისმიერ მსურველს, ვისაც შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა უწყობს ხელს, შეუძლია კოსმოსში იმოგზაუროს. იგი განკუთვნილია ტურისტებისთვის და ხომალდის კაბინაზე Blue Origin-მა იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინ-სტუდიოს საიტზე გავრცელდა ფოტოები, რომელიც ტურისტული ხომალდის იენტერიერს ასახავს. ხომალდი აღჭურვილია სპეციალურად დამუშავებული სამგზავრო მოდულით, რომელიც გაცილებით მარტივად ახდენს წნევის კონტროლს არაკოსმონავტი ადამიანებისთვის. პირველი ტურისტული კოსმიური მოგზაურობა 2018 წელს იგეგმება.
გთავაზობთ ფოტოებს: