30 წლის იუბილეს კრის ბრაუნი მეცხრე სტუდიური ალბომით აღნიშნავს. Indigo – ასე ჰქვია დისკს, რომლის რელიზის თარიღის შესახებ, ამერიკელმა მომღერალმა ორიგინალური პოსტით განაცხადა.
საქმე ისაა, რომ კრისმა ”ინსტაგრამზე” ”შურისმაძიებლების” პოსტერით შთაგონებული ილუსტრაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა ის შემსრულებელია ასახული, რომელმაც ფირფიტის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო.
გაირკვა, რომ კრებულში, რომელიც დღის სინათლეს 21 ივნისს იხილავს, 15 თანამედროვეობის საუკეთესო არტისტთან, მათ შორის კი დრეიკთან, ჯასტინ ბიბერთან და ლილ უეინთან კოლაბორაციები შედის.
შეგახსენებთ, რომ Indigo-დან უკვე ცნობილია სინგლები: Undecided, Back to Love და Wobble Up.
კრის ბრაუნი ახალ ალბომს გამოუშვებს – ქსელში დისკის პირველი სინგლი გავრცელდა (ვიდეო)
კრის ბრაუნი, ნიკი მინაჟი და G-Eazy – ვარსკვლავური ტრიოს კოლაბორაცია (ვიდეო)