ჯენიფერ ლოპესი ახალი ფილმის, „ქორწილი იარაღის მუქარით“ პრომოუშენითაა დაკავებული, მას ფილმში პარტნიორობას ჯოშ დუამელი უწევს. რომანტიკული კრიმინალური კომედიის მსოფლიო პრემიერა უკვე შედგა.
წითელ ხალიჩაზე ჯეი ლო სასწაული „ლუქით“ გამოჩნდა. მას კრემისფერი, კრისტალებით გაფორმებული „შიშველი კაბა“ ეცვა, საიდანაც მუცელზე შებმული, ყვითელი ბაფთა მოჩანდა. მალევე 53 წლის ჯენიფერმა ფოტოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლო პერიოდში ლოპესის ყველაზე თამამი „ლუქია“.
„ის საყვარელი და მეოცნებეა“ – ჯეი ლო ქორწილიდან 6 თვეში კვლავ ბენ აფლეკზე საუბრობს
„ბავშვები ჩვენთან გადმოვიდნენ“ – ჯეი ლო ბენთან თანაცხოვრების შესახებ საუბრობს