LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა მარია პრესლის უფროსი ქალიშვილი, რაილი კიო, რომელიც ეკრანზე და ცხოვრებაში ერთნაირად ბრწყინავს

303
რაილი-კიო

ელვის პრესლის შვილიშვილებს შორის, ყველაზე გამორჩეული უდავოდ არის დანიელ რაილი კიო. მსახიობი 33 წლისაა და უკვე რამდენიმე დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა. რაილის პირველი როლი გახლდათ მიუზიკლი „რანვეისი“, ხოლო 2016 წელს ის გამოჩნდა სტივენ სპილბერგის ფილმში „გოგონა გამოძახებით“.

წითურთმიანი ლამაზმანის ყველაზე დასამახსოვრებელი როლია ფილმი „ქოხი“, სადაც ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ახალგაზრდა ქალს ასახიერებს, რომელსაც რელიგიური სექტის გავლენა აქვს და ახალი ურთიერთობების აწყობა უჭირს. საინტერესოა, რომ რაილი კიო ელვის მარია პრესლისა და დენი კიოს ქალიშვილია. მას ასევე ჰყავდა ძმა, ბენჯამინ კიო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამბობენ, რომ კიო ძირითადად მამასთან გაიზარდა, თუმცა, ის დიდ დროს ატარებდა დედასთან და ბებიასთან, პრისცილა პრესლისთან ერთად. კიო მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების სახეც იყო. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ის ერთნაირად ბრწყინავს ეკრანსა და ცხოვრებაში.

ნახეთ ლიზა მარია პრესლის უკანასკნელი ფოტოები „ოქროს გლობუსიდან“

ლიზა მარია პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები