როგორც ცნობილია, ბრედ პიტი ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას. „ფორმულა 1“-ის შესახებ კინოსურათის, „აპექსის“ გადაღებები უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო. ბრედი მრბოლელის როლში მოგვევლინება და ერთ-ერთ სცენაში ის ლუის ჰამილტონსაც შეეჯიბრება.
„რაც არ უნდა ჩაიცვას, მოუხდება“ – 60 წლის ბრედ პიტის კაშკაშა გამოჩენა ფლორიდაში
გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ ბრედ პიტს ფილმში პარტნიორობას ხავიერ ბარდემი უწევს. ბიჭები პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ახალ ლოკაციას ეცნობოდნენ.
ამ დღეს 60 წლის ბრედი ჯინსის შარვალში, კუბოკრულ ყავისფერ პერანგსა და ამავე ფერის მანტოში იყო გამოწყობილი, 54 წლის ხავიერს კი მოკლემკლავიანი ნაცრისფერი მაისური ეცვა.