60 წლის ბრედ პიტი და 34 წლის ინეს დე რამონის შვილის გაჩენას გეგმავენ. ამის შესახებ უცხოური ტაბლოიდი წერს.
„ბრედ კვლავ უნდა მამა გახდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას შვილებმა ზურგი აქციეს. ინესი ახლა იდეალურ ასაკშია, ბრედი კი შესანიშნავ ფორმაში. არ არის გამორიცხული, რომ ინესი უკვე ორსულად იყოს. ის ბრედთან გადავიდა საცხოვრებლად, ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს და მთელ დროს ერთად ატარებენ“, – ჰყვება ინსაიდერი.
ცნობისთვის, დეკემბერში, ბრედმა 60 წლის იუბილეზე ინეს დე რამონი ოფიციალურად წარუდგინა საზოგადოებას, როგორც შეყვარებული.
და აი ისინიც! – 60 წლის ბრედ პიტმა, დაბადების დღეზე, შეყვარებული ოფიციალურად გამოაჩინა
ბრედ პიტი და ინეს დე რამონი დაქორწინებას არ აპირებენ – გაინტერესებთ მიზეზი?